საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თარიღი: 29/04/2021

ბრძანების N::

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმი N 4

29.04. 2021

დღის წესრიგი:

  1. აკადემიური პერსონალის ხელფასების ზრდის პროექტი.

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა ონლაინ, ზუმის აპლიკაციის მეშვეობით.

განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული  მასალები წინასწარ გაეგზავნათ საბჭოს წევრებს.

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, მზია წერეთელი, ია კუტალაძე

ასოცირებული პროფესორები:

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, მაია მესტვირიშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ლუიზა არუთინოვა, ხათუნა მარწყვიშვილი,  ანასტასია ქიტიაშვილი, თამარ აბაშიძე,  შორენა მამუკაძე, მედეა დესპოტაშვილი, თეონა ლოდია, ია აფთარაშვილი, ნინო ლაბარტყავა.

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი: ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი :

ზაქარია ქიტიაშვილი, რუსო სანაძე, ეთერ ღვინერია, იზაბელა პეტრიაშვილი

კენჭისყრაში სულ მონაწილეობდა 22  წევრი

განიხილეს:

  1. აკადემიური პერსონალის ხელფასების ზრდის პროექტი.

მოისმინეს:

 საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს წარუდგინა აკადემიური პერსონალისთვის ხელფასების ზრდის პროექტი 2021 წლის მაისიდან. პროექტი დაგზავნილი ჰქონდათ საბჭოს წევრებს და კომენტარები არ ჰქონიათ.

მან მოახსენა საბჭოს, რომ დღეს ფაკულტეტი რთულ ვითარებაშია. გაიხსნა ფსიქოლოგიის ბევრი საბაკალავრო პროგრამა, ასევე სამაგისტრო პროგრამები სხვა, ძირითადად კერძო უნივერსიტეტებში. ფაკულტეტი მათ ვერ უწვევს კონკურენციას ანაზღაურების მიმზიდველობის თვალსაზრისით და უკვე სადოქტორო ხარისხსის მქონე ბევრი ახალგაზრდა არ რჩება ფაკულტეტზე, არამედ კარიერას ირჩევს სხვა უნივერსიტეტში. ფაქტია, რომ ჩვენი ფაკულტეტი უშვებს საუკეთესო კადრებს, ამდენ ინვესტიციას დებს თვითეულ მათგანში და შედეგად ეს საუკეთესო კადრი კარიერისთვის ირჩევს სხვა უნივერსიტეტებს. ასევე გახშირდა აკადემიური პერსონალის გადაბირების, მათი სხვა უნივერსიტეტში გადასვლის შემთხვევები, ძირითადად ახალგაზრდა კადრების, ხოლო ახალი კადრის მოზიდვა კი ძალიან რთულია, რადგან მათთვის არ არის მიმზიდველი ანაზღაურება. მეორე მხრივ ფსიქოლოგიის პოპულარობა გაიზარდა, ფაკულტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ყოველთვის მაღალი კონკურსია, წელსაც პირველი არჩევანის მიხედვით, ერთ ადგილზე 3 აბიტურიენტი მოდის. გაიზარდა მისაღები კონტიგენტი და 225 სტუდენტს ვიღებთ,შესაბამიდ გაიზარდა ფაკულტეტის შემოსავლები. წინასწარი გამოთვლებით, იმისათვის რომ გავუძლოთ კონკურენციას, შევინარჩუნოთ პროფესიონალები და მოვიზიდოთ საუკეთესო კადრები, შესაძლებელია 30% -ით ხელფასების გაზრდა. წელს ეს მოხერხდება არსებული ბიუჯეტის ფარგლებში. გაზრდილი ბიუJეტის შესაძლებლობა საშუალებას გვაძლევს მომავალი წლის ბიუჯეტიც ისე დაიგეგმოს, რომ ხელფასის 30%-იანი მატება შენარჩუნდეს. მიმდინარე ბიუჯეტი შეადგენს 1726000 ლარს, რომლის ფარგლებშიც შესძლებელია აკადემიური პერსონალისთვის ხელფასების მომატება სხვადასხვა მუხლების გადათამაშების ხარჯზე.  აკადემიური პერსონალის ანაზღაურების მუხლში გათვალისწინებულია 744600 ლარი. იგეგმება აკად. პერსონალის ხელფასის 30% მატება და სარგო განისაზღვრა კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირად: 

პროფესორი 

3200

1900

ასოცირებული პროფესორი 

2600

1600

ასისტენტ პროფესორი

2000

1300

მაისის თვიდან, რომ გაიზარდოს ხელფასები გვჭირდება ჯამში 139600 ლარი, რომელსაც ჩვენივე ბიუჯეტის ფარგლებში დავზოგავთ შემდეგნაირად: 

უცხოეთიდან მოწვეულები 

10000

მივლინება ქვეყნის შიგნით და გარეთ 

30000

მიღებები, ოფიც. სადილები 

5000

ექსკურსიები, კულტურული სანახაობები და სხვა. 

10000

სასტუმროს ხარჯი 

5000

აეროპორტში დახვედრა და სხვა 

3000

მოწვეულებიდან დავზოგავთ დანარჩენ 76600 ლარს. 

2022 წლის ბიუჯეტი კი შეადგენს 1 945 460 ლარს - ჯამში სხვაობა 2021 წლის და 2022 წლის ბიუჯეტებს შორის დაახლოებით 220 000 ლარი. აღნიშნული თანხის დამატება თავისუფლად არის შესაძლებელი გაზრდილი შემოსავლებიდან. ფაკულტეტის შემოსავალი ყველაზე უხეში დათვლით მხოლოდ პროგრამების ხარჯზე, აქტიური სტატუსის სტუდენტების მიხედვით არის 3703500 ლარი. ამიტომ 220000 ლარის დამატება ბიუჯეტზე ფაკულტეტს არ გაუჭირდება.

კენჭი უყარეს: აკადემიური პერსონალისთვის არსებული თანამდებობრივ სარგოს 30%-იანი ზრდის სქემას.

მომხრე: 22

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0.

დაადგინეს:

2021 წლის მაისის თვიდან ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს გაეზარდოს არსებული თანამდებობრივი სარგო 30% -ით შემდეგნაირად:

პროფესორი 

3200

1900

ასოცირებული პროფესორი 

2600

1600

ასისტენტ პროფესორი

2000

1300

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე    

 საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია